თეგებით ძიება

მაინც ვერ შეიცვლება რეალობა, სააკაშვილი კრიმინალია და უნდა მოიხადოს სასჯელი - რას ამბობს თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე?

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მსჯავრდებულ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა, რომ სააკაშვილი კრიმინალია და რეალობა ვერ შეიცვლება.

"ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კვლავ აქვს ილუზია, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია. სინამდვილეში, ჩვენ, ქართველმა ერმა ყველამ კარგად ვიცით, ზოგი ხმამაღლა ამბობს ამას, ზოგი გულის სიღმეში დარწმუნებულია და არ ამბობს, თუ ვერ ამბობს, რომ ან ახლობელი ჰყავდა ხელისფულების ხელით გაუბედურებული, კრიმინალი სააკაშვილის მმართველობის პირობებში, არაერთი პატიმარი იქნა ღირსება შელახული, ვიხილეთ ქუჩაში მოკლული ადამიანები, გადავსებული ქართული საპატიმროები, სასამართლო, რომელიც იყო პროკურატორის განყოფილებად ქცეული და ა.შ.

ამ ყველაფერს სათავეში ედგა კრიმინალი სააკაშვილი და კონკრეტულ დანაშაულებზე აქვს, ჰქონდა ბრალი წარდგენილი. ეს ბრალი დადასტურდა დამოუკიდებელ სასამართლოში და მას მისჯილი აქვს სასჯელი, რომელსაც ჰქვია კანონიერი სასჯელი. მიმდინარეობს ამ სასჯელის აღსრულება", - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა