თეგებით ძიება

ახია კასიანოვზე, რომ მისი განცხადება თარგმნო და ჩამოურიგო ყველა დევნილს, რომელიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა - რას ამბობს ბექა ოდიშერია?

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა არასწორი განცხადება გაავრცელა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, რომ „რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს“.

ოდიშარიას თქმით, სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის განცხადებები არადიპლომატიურია და ამოვარდნილია კონტექსტიდან.

„ალბათ, კასიანოვის ნაცვლად ჯერ დავიწყებდი და დავასრულებდი ბევრი მადლობით. ისე, ახია კასიანოვზე, რომ მისი განცხადება თარგმნო და ჩამოურიგო ყველა იმ დევნილს, რომელიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა. სწორედ მათ ვკითხოთ, რა ურჩევნიათ – მარცხნივ წავიდნენ, კასიანოვს გაყვნენ და ევაკუაციის გზებით ისარგებლონ, თუ მარჯვნივ დარჩნენ ისევ საქართველოში და სახელმწიფო სერვისებით თუ ადამიანური სითბოთი ისარგებლონ იმ უძნელეს პერიოდში, რომელიც ახლა უკრაინაში ტრიალებს. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის განცხადებები არადიპლომატიურია და ამოვარდნილია კონტექსტიდან. ალბათ, ეს ადამიანი იძულებულია, შეასრულოს და გააჟღეროს გარკვეული დავალებები. მას ვურჩევდი, ახლო წარსულში გაიხედოს, რადგან საქართველოს მიმართ ასეთი უსამართლო განცხადებების გამჟღერებლები თანამდებობზე აღარ არიან და ისინი სხვანაირად აჭიკჭიკდნენ საკუთარი ხელისუფლების მიმართ. ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან სამართლიანობა ყოველთვის იზეიმებს.

ვურჩევდი მას, არ ჩაეწეროს იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც საქართველოში არასდროს იქნებიან პოპულარული, რადგან უმადურობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება. არ შეიძლებ, დიპლომატი ასეთი ენით საუბრობდეს და ასეთ კომენტარებს აკეთებდეს.

ამ ყველაფრის მიზანია, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება. გლობალური ძალა არსებობს, რომელსაც სურვილი აქვს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი კურსი რადიკალურად შეიცვალოს და ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველ პროცესებში ჩავერთოთ. ეს არის უბადრუკი გაგრძელება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა