თეგებით ძიება

სააკაშვილთან არ მიშვებენ, კორონავირუსის დროს სხვა კლინიკებში პატიმრებთან შევდიოდი და ვნახულობდი - რას ამბობს შალვა ხაჭაპურიძე?

კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე არ შეუშვეს.

„მოგეხსენებათ კლინიკა „ვივამედში“ კომუნიკაცია ტელეფონებით ხდება. ერთ-ერთ თანამშრომელს ტელეფონით უთხრეს, რომ არა ვერ შეუშვებთო, მეტი განმარტება არ გაუკეთებიათ. თუმცა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ვიზიტების შეწყვეტა მისი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის.

თქვენ გახსოვთ განცხადებები, რომ სააკაშვილი კი ავად არის, მაგრამ მძიმე ავადმყოფი არ არის და მძიმე, რომ იყოს მაშინ მას განვათავსებდით ინტენსიურში ან რეანიმაციულ განყოფილებაში. ახლა ეს კოვიდი გამოჩნდა, სინამდვილეში, ის მძიმე ავადმყოფია.

ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაკარგა გონება, ახლა ამ კოვიდის საფუძველზე და კოვიდის მიზეზით თვითონ პალატაში მოუწყვეს უკვე ინტენსიური და რეანიმაციული მოწყობილობები. ახლა იტყვიან, რომ მაინც არ არის მძიმე ავადმყოფი, თავის პალატაში წევს. რეალურად, რეანიმაციულ განყოფილებაში არის", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა