თეგებით ძიება

რატომ დაიბარა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული? - უწყების სპეციალური განცხადება

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.

მისი განმარტებით, დიპლომატიურ უწყებაში, მიწვევის საფუძველზე მიდის, განხილვის მთავარი თემა კი, საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები იქნება.

„ჩვენ მივდივართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე. ჩვენ განვიხილავთ საკითხების ფართო სპექტრს საქართველო -უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან“, - განაცხადა კასიანოვმა მედიასთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა