თეგებით ძიება

ინფორმაცია გვქონდა დაჭრილების შესახებ და ის ხალხი კლინიკამდე ვერ მოდიოდა - რას იხსენებს საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი გმირი? (ვიდეო)

საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი გმირი, "ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამუკა ოთიაშვილი 20 იანვრის ღამეს პირველად იხსენებს.

მისი თქმით, ხალხი კლინიკამდე ვერ მოდიოდა სამედიცინო დახმარებისთვის.

"საზარელი ამბავი იყო, საშინელება ხდებოდა, ყველასთვის უჩვეულო. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა დაჭრილების შესახებ და ის ხალხი კლინიკამდე ვერ მოდიოდა, რომ ვინმესთვის სამედიცინო დახმარება გაგვეწია. ეს იყო ძალიან შემზარავი ჩემთვის პირადად...

მე ოპერაციაზე ვიყავი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, დაუყოვნებლივ მოხდა ჩემი დაბრუნება საგარეჯოში დაბრუნება. თბილისიდან ექიმების გუნდი ჩამოვიყვანე, ძალიან მალე მოხდა ეს. მთელი კლინიკის პერსონალი იყო ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ასეთი ამბავი იყო, არც ერთი წამი არ გაგვიაზრებია, რომ ჩვენ აქ არ უნდა ჩამოვსულიყავით...

რაც ვიხილე ძალიან დიდი ერთსულოვნება იყო მოსახლეობის მხრიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენი კლინიკის მედ-პერსონალის მხრიდან, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით...“, - ამბობს მამუკა ოთიაშვილი.





ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით, სა­გა­რე­ჯო­ში ერთ-ერთი კორ­პუ­სის აივ­ნი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლა და­ი­წყო. შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­ი­და­ნაც და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა.


წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა