თეგებით ძიება

გორში, მოყინულ გზაზე ავტომობილი მოცურდა და ბავშვს დაეჯახა (ვიდეო)

გორში, კომბინატის დასახლებაში მოყინულ გზაზე ავტომობილი მოცურდა და ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით, სკოლისკენ მისასვლელ გზაზე მოხდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, მან მსუბუქი დაზიანება მიიღო და სახლში იმყოფება.

ადგილობრივების თქმით, ქუჩაზე, რომლითაც მოსწავლეები და პედაგოგები ყოველ დღე გადაადგილდებიან, კანალიზაციის წყალი მოედინება, რაც დისკომფორტთან ერთად, ზამთარში უბედური შემთხვევების რისკებს ზრდის.

მერია არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას იხსნის და წყალმომარაგების კომპანიასთან გვამისამართებს, რომელსაც გორის ყოფილი მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ხელმძღვანელობს.





წყარო - "მთავარი არხი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა