თეგებით ძიება

გიორგი ვაშაძე აიწყვიტავს - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი გიორგი ვაშაძეზე?

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "აიწყვიტავს".

მისივე თქმით, ვერანაირ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ვაშაძე ვერ დაიწყებს.

„არ მჯერა, რომ ამ ამბისგან რაიმე გამოვა, არანაირ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ვაშაძე ვერ დაიწყებს. ამას მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია სჭირდება. ამ წრეში ვერც ერთს ვხედავ და ვერც მეორეს, ეს ყველაფერი არასერიოზულია. ღრმად მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხება შესაძლებელია და თუ ვინმე ამას უნდა აკეთებდეს ოპოზიციიდან, მაშინ უნდა ვფიქრობდეთ, როგორ მოვუგოთ „ოცნებას“ არჩევნები და ამომრჩეველს არ ვატყუებდეთ კიდევ ერთი მძინვარე გაზაფხულით და მძვინვარე შემოდგომით, რომელიც არანაირად არ იყო მძვინვარე ისევე, როგორც გაზაფხული არ იყო მძვინვარე. ეს ყველაფერი არის ჭიქაში ქარიშხალი და ლუდის კათხაში ბაქიბუქი. ხალხი ამ ყველაფერს უყურებს და გაანალიზებს, რა და როგორ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა