თეგებით ძიება

„უკაცრავად და დასკვნა საიდან გააკეთეთ, სუფრის სადღეგრძელოებიდან?! თუ ბულვარული პრესიდან?!“ - ვის მიმართავს ილია ჭიღლაძე?

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სერიოზული შრომები და კვლევები მხოლოდ პროფესიონალებისა და ნაკითხი ადამიანების მიერ უნდა შეფასდეს.

„ეს ნაციონალური სპორტი რომ გვაქვს ქართველებს, ყველაფერი საკუთარის გაქიაქება (მეორე უკიდურესობა - გაზვიადებასთან ერთად) და საქართველოს ისტორიის ზღაპრად გამოცხადება ხდება მავანთაგან ხოლმე, დასაწერია ნამდვილი ისტორიაო. და კივიან ისინი, ვისაც:
არ წაუკითხავს დიდი ივანე ჯავახიშვილის 12 ტომეული,
დიდი ექვთიმე თაყაიშვილის ტომები,
დიდი თედო ჟორდანიას ტომები,
დიდი სიმონ ჯანაშიას ტომები,
დიდი ნიკო ბერძენიშილის ტომები,
დიდი დიმიტრი ბაქრაძის, პლატონ იოსელიანის, სერგი გორგაძის, სარგის კაკაბაძის, შოთა მესხიას, დავით გვრიტიშვილის, დავით მუსხელიშვილის, ზაზა ალექსიძის და სხვა დიდებულ მეცნიერ ისტორიკოსთა შრომები.
უკაცრავად და დასკვნა საიდან გააკეთეთ, სუფრის სადღეგრძელოებიდან?! თუ ბულვარული პრესიდან?! ეს ამდენი დიდი და საქვეყნოდ აღიარებული მკვლევრები მეზღაპრეები იყვნენ თუ ნაცარქიქიები, ასობით ნაშრომს და ტომს რომ წერდნენ და სისხლი ჩააქციეს მეცნიერულ კვლევაში?! რა თქმა უნდა, ისტორია ძიებითი მეცნიერებაა, სადაც ხარვეზი და შეცდომაც იპარება, ეს არაა მათემატიკა, სტატიკური და დაანგარიშებული, მაგრამ ამხელა შრომებს, ამხელა კვლევებს, რანაირად აფასებ, როცა არაფერი წაგიკითხავს და გაგეგება ამათი?!“ - წერს ილია ჭიღლაძე.

ეს ნაციონალური სპორტი რომ გვაქვს ქართველებს, ყველაფერი საკუთარის გაქიაქება (მეორე უკიდურესობა - გაზვიადებასთან ერთად) და...Опубликовано დეკანოზი ილია ჭიღლაძე Среда, 25 января 2023 г.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა