რუსეთში ვალერი მელაძის კონცერტები გააუქმეს
რუსეთში მომღერალ, ვალერი მელაძის კონცერტი გაუქმდა. კონცერტი 8 მარტს Barvikha Luxury Village-ში იყო დაგეგმილი. ბილეთები თითქმის გაყიდული იყო.
"8 მარტს ყველას, ვინც ბილეთები იყიდა, შეუძლია მოვიდეს, მაგრამ ვლადიმერ პრესნიაკოვის კონცერტზე. ყველა ადგილი, ფასები იგივე რჩება“, - განუცხადეს პრესას საკონცერტო დარბაზის თანამშრომლებმა.
"მელაძის ნაცვლად კონცერტზე პატრიოტული პოზიციით ცნობილი ვლადიმერ პრესნიაკოვი გამოვა", - წერს რუსული მედია.
ცნობილია, რომ თავისი გამოსვლებისას პრესნიაკოვი გმირებად იხსენიებს რუსული არმიის ჯარისკაცებს.
რუსული მედია წერს, რომ პრესნიაკოვი წარმატებით ჩაანაცვლებს მელაძეს, მის ყველა დაგეგმილ კონცერტზე.