თეგებით ძიება

„უკრაინაში კოვიდის ახალი შტამი გამოჩნდა და საქართველოში ოფიციალურად როდის გვაცნობებენ ახალი შტამის შემოსვლის შესახებ?“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე უკრაინაში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს.

„უკრაინაში კოვიდის ახალი შტამი გამოჩნდა და საქართველოში ოფიციალურად როდის გვაცნობებენ ახალი შტამის შემოსვლის შესახებ? თუ ჩრდილოეთ კორეის მაგალითს ვიყენებთ და “უსახელო” ვირუსებზე საუბარს ვაგრძელებთ?
კოვიდის ომიკრონის ქვეშტამ ”კრაკენის” შემოსვლის შესახებ მე ჯერ კიდევ 11 იანვარს დავწერე პოსტი: http://www.resonancedaily.com/mobile/index.php?id_rub=5...
რამდენი ადამიანი დაინფიცირდა საქართველოში, ამის შესახებ სამინისტრო რატომღაც დუმს. მე-3 პრეზიდენტის კოვიდინფიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაუცველია, განსაკუთრებით, 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.
პირბადე არის ერთადერთი იარაღი თქვენს ხელში ამ ვირუსის წინააღმდეგ… გამოიყენეთ პირბადე!
ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს ფხაკაძე.

✅უკრაინაში კოვიდის ახალი შტამი გამოჩნდა და საქართველოში ოფიციალურად როდის გვაცნობებენ ახალი შტამის შემოსვლის შესახებ? თუ...Опубликовано Giorgi Pkhakadze Среда, 25 января 2023 г.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა