თეგებით ძიება

ხაბეიშვილის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ - ირაკლი ჩიქოვანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს კარიკატურულ პიროვნებად თვლის და მის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღიქვამს.

„იმ პროცესებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს კარიკატურული პროცესების გარდა ვერაფერს დავარქმევთ. ეს პარტიაც კარიკატურას დაემსგავსა და ე.წ. ლიდერებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, რომ დაეუფლონ იმ ოლიგარქიულ ფინანსებსა და რესურსებს, რომელიც მათ პარტიაშია და უკვე კარიკატურულად ებრძვიან ერთმანეთს. ხაბეიშვილის განცხადებები არის სრულიად უპასუხისმგებლო, უშინაარსო. მეორე მხრივ, ეს ადამიანები მზად არიან ყველაფერი და მათ შორის სახელმწიფო გადააყოლონ საკუთარ ვიწრო პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს. იმ დონეზე პატარაა ეს ყველაფერი და იმ დონეზე უმნიშვნელოა, რომ ამას არანაირი შედეგი არ ექნება. ხაბეიშვილს ვუყურებ, როგორც კარიკატურულ პიროვნებას და მის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა