თეგებით ძიება

მთე­ლი სან­ტა-ბარ­ბა­რაა... - ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

„გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ განაცხადა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ისეთ პრო­ცე­სებ­ში არი­ან შე­სუ­ლი, რომ რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია „რო­გორ უნდა და­ლაგ­დნენ“. ამის შესახებ ჯაფარიძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

„მე რომ მი­ვე­დი „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი იყო გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და მას­თან მქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა ძი­რი­თა­დად, ხედ­ვებ­თან, მათ შო­რის ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შემ­დეგ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ მქო­ნია. მა­შინ ეს სა­კი­თხე­ბი არ იდგა. მათ შო­რის, ახლა ვინც ლან­ძღავს, ისი­ნი, მა­შინ ამ ხალ­ხთან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი იყო, მოკ­ლედ მთე­ლი სან­ტა-ბარ­ბა­რაა.

ახლა, რაც ხდე­ბა, არა­ფე­რი მომ­წონს. რა­მე­ნა­ი­რად რომ და­ლაგ­დნენ, არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, მაგ­რამ ისეთ რა­ღა­ცებ­ში არი­ან შე­სუ­ლი, რომ რო­გორ უნდა და­ლაგ­დნენ? პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ რომ აგირ­ჩე­ვენ, უნდა გა­ა­ერ­თი­ა­ნო და ეს რო­გორ უნდა მო­ა­ხერ­ხონ ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ ყო­ფი­ლი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი­სა და „გირ­ჩის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ტია „გირ­ჩის“ დაშ­ლის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი იყო.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის თქმით, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა „კომ­პლექ­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბოდ­ვაა“.

„ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბოდ­ვა, კომ­პლექ­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბოდ­ვა, მეტი არა­ფე­რი. ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და და კი­დევ ჩემ­ზე ლა­პა­რა­კობს, ესეც ხომ გა­უ­გე­ბა­რი ამ­ბა­ვია. სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა კე­ზე­რაშ­ვი­ლი ან ვინ­მე სხვა, სა­ერ­თოდ რა­ტომ ღე­ლავს მა­გა­ზე. რამ­დე­ნი წელი უნდა გა­ვი­დეს, რომ ჯა­ფა­რა­ზე ლა­პა­რა­კი დას­რულ­დეს. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ შე­იძ­ლე­ბა მყავ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც მა­ფი­ნან­სე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა