თეგებით ძიება

"განგებამ არ გაცადა, 33 წლისას მოგისპო სიცოცხლე" - იტალიაშვი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაშვი ქართველი ემიგრანტი, 33 წლის ინისე ქობალია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

"გარდაიცვალა იტალიაში მილანში ახალგაზრდა ემიგრანტი 33 წლის ონისე ქობალია.
სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცოცხლა,ყოფილიყო ჩვენს გვერდით,, ის კიარა და არ დააცადე ქართულ მიწაზე სიკვდილი, უცხო ქვეყანაში მიადექი და სული ამოხადე. (გაზით გაიგუდა...)

ონო შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 33 წლისას მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა
ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული სამშობლოს მიწა.

‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს იზო ქობალიას ფატიმა ბულიას ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა