ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საშუალოდ 40%-ით გაიაფდება - როდიდან ამოქმედდება ფასდაკლება?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საშუალოდ 40%-ით გაიაფდება. გადაწყვეტილება 15 თებერვლიდან ამოქმედდება.
საქართველოს მთავრობის ცნობით, პირველ ეტაპზე ზღვრული ფასები 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდება, ეტაპობრივად კი სხვა წამლებზეც დაწესდება.