გსურთ, ისწავლოთ თქვენს შეცდომებზე და იყოთ უფრო წარმატებული? - ნახეთ, ფსიქოლოგთა რეკომენდაციები
გსურთ, ისწავლოთ თქვენს შეცდომებზე და იყოთ უფრო წარმატებული? ექსპერტები გვირჩევენ, რომ მოვერიდოთ „სირაქლემას“ საშინელ ეფექტს, რადგან ის, რაზეც არ ფიქრობთ, თუმცა გახსოვთ, საბოლოოდ, მაინც მტკივნეულად აისახება.
რატომ ვემალებით ცუდ ამბებს? ქცევის ექსპერტები ამ ფენომენს „სირაქლემას ეფექტს“ უწოდებენ: საშიში ან უარყოფითი ინფორმაციის თავიდან აცილების ტენდენცია ამ ინფორმაციის დაბლოკვის გზით.
რატომ არ ვსწავლობთ შეცდომებზე?
„სირაქლემას ეფექტს“ უფრო ფართო გავლენა აქვს. Psychological Science-ში გამოქვეყნებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ ადამიანებს, რომლებსაც მარტივი
დავალება ეძლევათ, მუდმივი წარმატების გარანტიის იმედი აქვთ, მაგრამ უარყოფითი შედეგების შემდეგ ვეღარ პროგრესირდებიან.
ემოციური და კოგნიტური ბარიერები წარუმატებლობისგან ანუ შემცდომებზე სწავლას ართულებს, რადგან ადამიანებს წარუმატებლობა ეგოსთვის საშიშად მიაჩნიათ. მართალია, დაშვებული შეცდომის შესახებ ფიქრი, მით უმეტეს, ამ შეცდომის აღქმა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის. ამიტომ, თავს ვარიდებთ წარუმატებლობის წარმოდგენას და ჩვენს შეცდომებთან „სირაქლემას პოზაში“ ვრჩებით.
მკვლევარებმა შეიმუშავეს ორი ძირითადი სტრატეგია, თუ როგორ უნდა მივიღოთ ცუდი ამბები და ვისწავლოთ შეცდომებზე. ერთ-ერთი სტრატეგია გულისხმობს თვითდისტანცირებას - თითქოს შენი სიტუაცია სხვას უკავშირდება. კვლევის მიხედვით, ამ მიდგომით ადამიანები ნეგატიურ სიტუაციებს ნაკლებად ემოციურად და უფრო ობიექტურად აღიქვამენ.
კიდევ ერთ სტრატეგიაში მოიაზრება სიტუაცია, როცა ადამიანი რჩევებს აძლევს მათ, ვისაც მისი მსგავსი პრობლემა აქვთ. ამ დროს ის სხვისი დახმარებით თავს კარგად გრძნობს და შეუძლია გადალახოს საკუთარი იმედგაცრუება და ტკივილიც, რაც „სირაქლემას ეფექტს“ იწვევს.
მიუხედავად სირთულისა, შემდგომი წარმატების მისაღწევად შეცდომებზე სწავლა საუკეთესო „გამაფრთხილებელი“ მეთოდია.
https://www.inc.com/jeff-haden/want-to-learn-from-your-mistakes-be-more-successful-science-says-avoid-dreaded-ostrich-effect.html