"ჰიტლერი საფლავში ტრიალებს, სტალინის სული კი "ვოვას" დედის ჩალაღაჯის ხსენებაშია" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი?
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.
"ჰიტლერი საფლავში ტრიალებს – გერმანული ლეოპარდები გასროლის გარეშე რომ გაივლიან პოლონეთის და უკრაინის ტერიტორიას რუსეთის საზღვრამდე.
სტალინის სული კი ვოვას დედის ჩალაღაჯის ხსენებაშია გერმანია და ამერიკა რომ მოკავშირეები გახდნენ რუსეთის წინააღმდეგ.
ყველაფერს ველოდი ორი რამის გარდა - საქართველო თუ რუსეთის მოკავშირე გახდებოდა და ნაციონალურ მოძრაობაში ჩემპიონატი გაიმართებოდა ერთმანეთისთვის ვედროებით წუნწუხის შესხმაში", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ცნობისთვის, გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გაგზავნის.