თეგებით ძიება

"ბავშვთან ერთად შევედი ლიფტში, გაითიშა და გაიჭედა, კარები ჩამოვიღე, არავინ ხმა არ გამაგონა" - რა მოხდა გლდანში?

"ფეისბუქის“ ერთ-ერთ ჯგუფში, ქალი ლიფტში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს.

"გლდანის ა მიკროში, ბავშვთან ერთად შევედი ლიფტში, გაითიშა და გაიჭედა 1-ელ სართულზე. ვაკაკუნე, კარები ჩამოვიღე. არავინ ხმა არ გამაგონა. დავრეკე 112-ში, დაგვიანებით ძლივს მოაღწიეს. ამაზე საშინელი შეგრძნება არაფერი არ არის, ხალხნო…. ისეთი შოკი მჭირს, არ შეხვედით, ხალხნო, საშინელ მდგომარეობაშია ლიფტები.

ვაკაკუნე, ვაკაკუნე, უამრავი ადამიანი ავიდა, ჩამოვიდა და ხმაც არავინ გამაგონა, როგორ შეიძლება ასეთ დროს უბრალოდ ჩაიარო?! მერე როგორც იქნა, რომ გამოვედით, ისე გიჟივით ავარდა. ვინმე მიხედავს ამ ამბავს“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა