"ტანკების ამბებით გამწარებულმა რუსებმა 24 "შაჰიდის" ტიპის დრონი გაუშვეს უკრაინის ქალაქებისკენ" - რა ინფორმაცია ვრცელდება?
ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი უკრაინაში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და რუსულ დანაკარგებზე წერს.
"ტანკების ამბებით გამწარებულმა რუსებმა 24 შაჰიდის ტიპის დრონი გაუშვეს უკრაინის ქალაქებისკენ.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 24-ვე ჩამოაგდო.
დილა მშვიდობისა!", - წერს ზურა ბატიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს გერმანიამ უკრაინისთვის "ლეოპარდის" ტიპის 14 ტანკის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა ცნობილი გახდა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ტანკების დამატებითი რაოდონობის მიწოდების შესახებ.