თეგებით ძიება

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები არ უნდა აღდგესო, ეს არ არის უკრაინის საქმე - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი?

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა უკრაინის საქმე არ არის.

ელისაშვილის თქმით, მისთვის რამდენადაც მიუღებელია რუსეთთან ფრენების აღდგენა, იმდენად გაუგებარია უკრაინის საგარეო სამინისტროს განცხადება, რადგან მათი გადასაწყვეტი არ არის, საქართველოს ვისთან ექნება ფრენა და ვისთან – არა.

„ასეთი განცხადებები არ არის სწორი. ვფიქრობ, რომ კასიანოვი თავის სოლო პარტიას თამაშობს და უნდა, უკრაინაში ვიღაცას თავი მოაწონოს იმით, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აფუჭებს. ეს მაშინ, როცა ელჩი თუ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს და ურთიერთობის გაჯანსება დავიწყოთ.

კასიანოვმა ცარიელ ადგილზე წყლის ამღვრევა განაახლა. კასიანოვის საქმე არ არის, საქართველოს ფრენები ვისთან ექნება, ჩვენ სამხედრო აღჭურვილობას ვის გადავცემთ და ვის – არა. ეს ყველაფერი ცუდი და გულდასაწყვეტია ისევე, როგორც ის ურთიერთობა, რაც ორი ქვეყნის მთავრობებს აქვთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა