თეგებით ძიება
26. 01. 2023 მსოფლიო

რუსები უკრაინას ბომბავენ - ავიადარტყმებს კიევში მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - ქვეყანას ოკუპანტები ციდან უტევენ. რუსულ ავიადარტყმებს მსხვერპლიც მოჰყვა.

რუსმა ოკუპანტებმა ავიაიერიში უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე მიიტანეს, ისინი ბომბავენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, კიევზე თავდასხმას კი ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორი კი დაიჭრა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რუსული რაკეტა გააუვნებელყო.

მათივე ცნობით, რუსები ბელარუსიის აეროდრომ "მაჩულიშსაც" იყენებენ.

მანამდე ცნობილი გახდა უკრაინელების მიერ "შაჰიდის" ტიპის 24 დრონის ჩამოგდების შესახებ.

უკრაინაში ომი რუსეთმა 2023 წლის 24 ტებერვალს დაიწყო.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა