უკვე ზედაპირზეა, რომ „კრედიტსუისის“ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არის პოლიტიკური შემადგენლით გაჟღენთილი - რას ამბობს დიმიტრი ხუნდაძე?
„ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ „კრედიტსუისის“ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არის პოლიტიკური შემადგენლით გაჟღენთილი.
ხუნდაძე იმედს გამოთქვამს, რომ საბანკო საკითხები გათავისუფლებული იქნება პოლიტიკისგან.
„არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე. ამის ერთ-ერთი შემადგენელია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩაერთოს. იძულების ერთ-ერთ ბერკეტად გამოყენებულია მისი ფინანსური რესურსები საბანკო ურთიერთობაში. ასეთი საკითხები აზიანებს საბანკო სექტორს, როცა სახეზეა პოლიტიკური მიზნები“, – განაცხადა ხუნდაძემ.
რამდენიმე უცხოურმა მედიასაშუალებამ CS Victims-ის სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს.