თეგებით ძიება

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ბოლოდროინდელი განცხადება აბსოლუტურად გაუგებარი იყო - რას ამბობს დიმიტრი ხუნდაძე?

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ბოლოდროინდელი განცხადება აბსოლუტურად გაუგებარი იყო, - "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება.

"უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ბოლოდროინდელი განცხადება აბსოლუტურად გაუგებარი იყო. სწორედ ამიტომ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ალბათ, უფრო ხშირად უნდა იყოს დაბარებული, რადგან მისი ძალიან ბევრი განცხადება გაუგებარია," - განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, ხუნდაძე გაუგებარს უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის შესაბამის უწყებაში საქართველოს ელჩი დაიბარეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა