"ულტრაიისფერი დასხივება, ზოგადად, არ არის კაი და შილაქისთვის იქნება ეს თუ საზაფხულო პრანჭვაგრეხით გამოწვეული კანის ფერის ცვლილებისთვის, სულერთია" - არჩილ მარშანია
ექიმი, არჩილ მარშანია ორგანიზმზე ულტრაიისფერი დასხივების ზეგავლენაზე წერს და აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობისთვის ის არ არის კარგი.
"დილა მშვიდობის, მამულო ჩემო!
ამ ბოლო ხანებში შილაკის გასაშრობი ულტრაიისფერი გამოსხივების შესახებ ატეხილ ამბავს მსურს გამოვეხმაურო ორი თეზისით.
პირველი:
ულტრაიისფერი დასხივება ზოგადად არ არის კაი და შილაქისთვის იქნება ეს თუ საზაფხულო პრანჭვაგრეხით გამოწვეული კანის ფერის ცვლილებისთვის, სულერთია.
მეორე (ეხება ჩემს მეგობრებს):
კიდევ ერთი მწეველი(!) და მსმელი(!) მომწერთ შილაკის ნათურით(!) შეშფოთებული და ბეჭებშუა გადაგაწნავთ სახრეს, რო შეშფოთების ქანქარა დაგირეგულიროთ, სწორად რო მიმართოთ ხოლმე შიშები.
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს მარშანია.