თეგებით ძიება

„ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია - რას ამბობს შალვა ხაჭაპურიძე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედის“ მიმართ მისი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია.

„ენას ძვალი არ აქვსო“ და ზურაბ ჩხაიძე რასაც უნდა იმას ლაპარაკობს. მათი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს, რომლებიც სასამართლო პროცესზე გაჟღერდება. „ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია.

ორი-სამი დღის წინ მივიღეთ წერილი, რომ მოწყობილობები, რომლებიც ჩვენ პენიტენციურ სამსახურს კადრების მოსაპოვებლად წარვუდგინეთ, მათ სისტემას არ ერგება. კონკრეტულად მითითებული არ იყო, თუ რა სისტემისა და მოდელის მოწყობილობები სჭირდებათ. ახლა მოვედი, რომ ეს ყველაფერი დავაზუსტო, რადგან გარდა იმისა, რომ პენიტენციური სამსახური მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ასრულებს, დაცვის მხარეს ხელი გვეშლება მტკიცებულებების მოპოვებაში, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა