200-მდე რუსი ჯარისკაცი დაშავდა, ძლიერი ბრძოლები გრძელდება თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ - უკრაინა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
უკრაინის, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ დღეს 200-მდე რუსი ჯარისკაცი დაშავდა.
"ძლიერი ბრძოლები გრძელდება თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ. გარკვეული მიმართულებით წარმატებას მივაღწიეთ. რუსებს დამატებით რაზმები შემოჰყავთ. შესაძლებელია კონტრშეტევას აძლიერებენ. ჩვენმა ბიჭებმა კრიმინოესა და რუბიჟნოეში რუსების პოზიციები დაბომბეს.
200-მდე რუსი ჯარისკაცი დაშავდა. ოკუპანტებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტში სპეციალური საშვები შემოიღეს და მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. ასევე გვაქვს ინფორმაცია რომ მოქალაქეებისთვის საწამებელი იზოლატორები გახსნეს. რეპრესიები გაძლიერდა. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა", - განაცხადა გაიდაიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.