თეგებით ძიება

"არაადამიანებო, წლების განმავლობაში დედებს შვილებს ჰპარავდით..." - რის შესახებ წერს თამუნა მუსერიძე?

ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ჩაჩავას კლინიკას აკრიტიკებს.

მისი თქმით, კლინიკამ ქალებს მშობიარობის ისტორიის მოთხოვნაში 50 ლარი დაუწესა გადასახადი.

"ჩაჩავას კლინიკა • Chachava Clinic თქვე უნამუსოებო
ის არ გეყოფოდათ, წლების განმავლობაში დედებს შვილებს რომ პარავდით, ეხლა ქალებს მშობიარობის ისტორიის მოთხოვნაში 50 ლარი დაუწესეთ გადასახადი??? არაადამიანებო !!! არცერთ სამშობიაროში არ ხდება მსგავსი ამაზრზენი ფაქტი!! არცერთში !!!
ხოდა დაგველოდეთ!! აქციებს თქვენი სამშობიაროდან დავიწყებთ !!", - წერს თამუნა მუსერიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა