ჟერარ პიკემ შაკირასთან დაშორების შემდეგ შეყვარებული პირველად გამოაჩინა (ფოტო)
მომღერალ შაკირასთან დაშორების შემდეგ, „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერარ პიკემ სოციალურ ქსელ Instagram-ზე პირველად გამოაქვეყნა 23 წლის შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო.
35 წლის პიკესა და ესპანელი კლარა ჩიას რომანის შესახებ ინფორმაცია მედიაში გასული წლიდან ვრცელდებოდა, თუმცა წყვილი ოფიციალურად არ ადასტურებდა.
შეგახსენებთ, რომ პიკემ და შაკირა 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს 2022 წლის ივნისში დაშორდნენ.
რამდენიმე დღის წინ შაკირამ ყოფილ ქმარს სიმღერაც მიუძღვნა. კოლუმბიელი მომღერლის სიმღერამ YouTube-ზე რეკორდი მოხსნა - 24 საათში 63 მილიონი ნახვით ის ყველაზე პოპულარული ახალი ლათინოამერიკული სიმღერა გახდა.