თეგებით ძიება

ნებისმიერი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნებისმიერი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს.

"მეორე ფრონტთან დაკავშირებით მოწოდებებს ხან პირდაპირი, ხან ირიბი ფორმით აკეთებენ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის ნიშნავს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მოწოდებებს პრაქტიკულად ღია ფორმით აკეთებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არის სერიოზული პრობლემა. უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს ხელისუფლებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა