თეგებით ძიება
26. 01. 2023 News-ები

დედამიწის შიდა მყარი ბირთვი შენელდა - რა ხდება ჩვენი პლანეტის წიაღში?

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დედამიწის შიდა მყარი ბირთვი, როგორც ჩანს, შენელდა.

ცოტა ვინმე თუ ფიქრობს დედამიწის წიაღში მიმდინარე ამბებზე იქამდე, ვიდრე უცაბედი მიწისძვრა ან ვულკანის ამოფრქვევა არ მოხდება.

თუმცა, დედამიწის მეცნიერები დედამიწის წიაღს გამუდმებით იკვლევენ; სულ ახლახან, მათ აღმოაჩინეს, რომ დედამიწის შიდა მყარი ბირთვი, რომელიც თითქმის ხახუნის გარეშე ბრუნავს გარს შემოკრულ გამდნარ ბირთვს შიგნით — როგორც ჩანს, შენელდა.

ვიდრე ცუდისკენ წახვალთ, გეტყვით, რომ ასეთი შემთხვევა პირველად არ მომხდარა, უფრო მეტიც, არც უახლეს ისტორიაშია პირველი.

„წარმოგიდგენთ საოცარ დაკვირვებებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში შიდა ბირთვმა ბრუნვა თითქმის შეწყვიტა და შეიძლება, უკუღმა დატრიალდეს, როგორც ეს 1970-იან წლებში მოხდა“, — წერენ კვლევის ავტორები, პეკინის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერები, იი იანგი და სიადონგ სონგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა