თეგებით ძიება

„ხალ­ხს უნდა, რომ პრო­ცე­სე­ბი მიჰ­ყავ­დეთ ლი­დე­რებს და არა რუხი კარ­დი­ნა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს“ - ნიკა მელია

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლი­ა სო­ცი­ა­ლურ ქსელში წერს, რომ ხალ­ხს სურს, პრო­ცე­სე­ბი ლი­დე­რებს მიჰ­ყავ­დეთ და არა რუხი კარ­დი­ნა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

„რე­გის­ტრა­ცი­ის ვადა ამო­ი­წუ­რა. და­რე­გის­ტრირ­და 49 756 ამომ­რჩე­ვე­ლი. რამ გა­ნა­პი­რო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­თი მძაფ­რი ინ­ტე­რე­სი და აქ­ტი­უ­რო­ბა? ამომ­რჩევ­ლებ­მა, მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ცხა­დად და­ი­ნა­ხეს საფრ­თხე, რომ თუ არ იაქ­ტი­უ­რე­ბენ ამ პარ­ტი­ის მარ­თვაც ზუს­ტად იმა­ვე სტილ­ში მოხ­დე­ბა, რო­გორც იმარ­თე­ბა ეს ქვე­ყა­ნა - არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლის მიერ.

ხალ­ხს უნდა, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბის­გან და­იც­ვას და გა­და­არ­ჩი­ნოს პარ­ტია! ხალ­ხს უნდა რომ პარ­ტი­ა­ზე გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს ხალ­ხს და არა ფულს. ხალ­ხს უნდა რომ პარ­ტია იმარ­თე­ბო­დეს მათი რჩე­უ­ლის მიერ და არა მათ მიერ, ვინც კუ­ლი­სებ­შია. ხალ­ხს უნდა, რომ პრო­ცე­სე­ბი მიჰ­ყავ­დეთ ლი­დე­რებს და არა რუხი კარ­დი­ნა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ფა­რუ­ლი კენ­ჭისყრა 28 იან­ვარს და­ი­წყე­ბა და 30 იან­ვარს 10:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა.

ეს არ­ჩევ­ნე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბია. ეს არ­ჩევ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ორი შე­დე­გით. ან პარ­ტია არა­თუ გა­დარ­ჩე­ბა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაძ­ლი­ერ­დე­ბა - გა­იზ­რდე­ბა, რო­გორც მხარ­დამ­ჭერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ისე ნდო­ბა მის მი­მართ, ან სა­ბო­ლო­ოდ და­კარ­გავს ამ შანსს და გა­და­ვა სუ­ლის ღაფ­ვის რე­ჟიმ­ში.

კენ­ჭისყრა იქ­ნე­ბა ფა­რუ­ლი. ვე­რა­ვინ ვერ გა­ი­გებს, ვინ ვის მის­ცა ხმა და იმე­დია, და­მარ­ცხე­ბუ­ლი აღი­ა­რებს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს და მი­უ­ლო­ცავს გა­მარ­ჯვე­ბულს. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ ღირ­სე­ბით და სი­მარ­თლით!“, - წერს მე­ლია.

რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. დარეგისტრირდა 49 756 ამომრჩეველი.

რამ განაპირობა საზოგადოების ასეთი მძაფრი ინტერესი და...Опубликовано Nika Melia / ნიკა მელია Четверг, 26 января 2023 г.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა