თეგებით ძიება

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 წლამდე ქალებისთვის უფასო იქნება

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 წლამდე ქალებისთვის უფასო იქნება. ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინითაა შესაძლებელი, ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი მისგან განკურნებაც შეიძლება.

ამჟამად ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია:

10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

13-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 — 2 — 6 თვე.

პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის — არანაკლებ 3 თვე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა