თეგებით ძიება

არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია - კახა კალაძე

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მე­დი­ას­თან „ლა­გუ­ნა ვე­რეს“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონ­კრე­ტულ არე­ალ­ში სივრცის გან­ვი­თარებასა და მო­წეს­რიგ­ებაში პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავს.

"ძა­ლი­ან ბევ­რი მა­გა­ლი­თი შე­იძ­ლე­ბა მო­ვიყ­ვა­ნო იმი­სა, რომ კონ­კრე­ტულ არე­ა­ლებ­ში რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის სტა­ტუ­სი შეც­ვლი­ლა სხვა­დას­ხვა ზო­ნით ან პი­რი­ქით. ეს არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. თქვენ ხე­დავთ, ლა­გუ­ნას მიმ­დე­ბა­რე სივ­რცე რო­გორ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ქარ­ხნის, სა­წარ­მოს ტე­რი­ტო­რია იყო. შე­იძ­ლე­ბა, რომ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ას ედოს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცის სტა­ტუ­სი? - ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა იმი­სა, რომ შე­იც­ვა­ლოს ასე­თი ზო­ნე­ბი ან მოხ­დეს ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა. გვაქვს ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც კერ­ძო მე­სა­კუთ­რე­ებს გა­უ­უ­ა­რეს­დათ მდგო­მა­რე­ო­ბა მი­წის ზო­ნა­ლუ­რი სტა­ტუ­სის შეც­ვლით, რო­დე­საც მი­ვი­ღეთ გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა. მა­შინ­ვე გაჩ­ნდა ჩა­ნა­წე­რი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა იმ­სჯე­ლოს ასეთ სა­კი­თხებ­ზე და მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - ან გა­მო­ის­ყი­დოს ასე­თი მი­წე­ბი, ან შე­უც­ვა­ლოს ზო­ნი­რე­ბა. ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბის და ურ­ბა­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, იმ კონ­კრე­ტულ არე­ალ­ში ვერ ვხე­დავ პრობ­ლე­მას, რომ გან­ვი­თარ­დეს და მო­წეს­რიგ­დეს ეს სივ­რცე“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა სა­ცუ­რაო აუ­ზის სივ­რცე და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მზა­დაა, ამ სივ­რცის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ექ­ტზე ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თან ერ­თად იმ­სჯე­ლოს.

"მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზეც ვი­სა­უბ­რე, რომ გა­მოვ­ხა­ტავთ მზად­ყოფ­ნას, ჩა­ერ­თოს ყვე­ლა მსურ­ვე­ლი, იქ­ნე­ბა არ­ქი­ტექ­ტო­რი თუ დი­ზა­ი­ნე­რი და ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ოთ აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ექ­ტი. თქვენ იცით, რომ 2015 წელს ძა­ლი­ან მძი­მედ და­ზი­ან­და „ლა­გუ­ნა ვერე“, 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ამ ძა­ლი­ან და­ა­ზი­ა­ნა არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე. რო­დე­საც გად­მოგ­ვე­ცე­მა ეს ტე­რი­ტო­რია, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მზად არის, მო­ამ­ზა­დოს პრო­ექ­ტი და და­ი­წყოს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას ჩარ­თუ­ლო­ბის­კენ და ერ­თად შევ­ქმნათ სა­სი­ა­მოვ­ნო სივ­რცე, რო­მელ­საც შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნებს თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბას, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის თქმით, ამა­ზე თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი იმ­სჯე­ლე­ბენ.

"ჩემს მო­წო­ნე­ბა­ზე არ არის ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა და აღმშე­ნებ­ლო­ბა. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ჰყავს არ­ქი­ტექ­ტუ­რის და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი, სა­დაც მუ­შა­ო­ბენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და ყვე­ლას ჩარ­თუ­ლო­ბით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"თქვენ იცით, რამ­დე­ნი მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ქა­ლაქ­ში და რამ­დენ კვად­რა­ტულ მეტრზე გა­ი­ცე­მა ყო­ველ­წლი­უ­რად სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი? არას­დროს უკან არ დაგ­ვი­ხე­ვია ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, თქვენ არ აშუ­ქებთ და არ გინ­დათ, ის სი­მარ­თლე, რაც თქვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოთ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და „ქარ­თუ“, რა თქმა უნდა, არა­ფერ შუ­ა­შია, ჩვენ არ ვყოფთ ადა­მი­ა­ნებს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და ჩემი სიძ­ლი­ე­რე მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით. არა­სო­დეს გვი­კად­რია და არ ვი­კად­რებთ, რომ ვინ­მე პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო და­ვა­ზი­ა­ნოთ, ხელი შე­ვუ­შა­ლოთ ან ხელი შე­ვუ­წყოთ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ არ­ცერ­თი ნე­ბარ­თვა არ გა­ი­ცე­მა სატ­რან­სპორ­ტო კვლე­ვის გა­რე­შე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა