„მოწმეთა დაკითხვის შემდეგ სააკაშვილი შეიძლება ცოცხალი აღარ იყოს...“ - რას წერს ზვიად კუპრავა?
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები მალე უნდა დასრულდეს, რადგან სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„მძიმე მეტალებით მოწამლული, 68 კილომდე ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესების დასრულებას ელოდება. რომელსაც დღევანდელი გადმოსახედიდან ბოლო არ უჩანს.
ბატონო Shalva Khachapuridze , პატივისცემით თქვენი და ყველა ადვოკატის მიმართ, ჩახსენით მოწმეები და დააყენეთ მოსამართლე ფაქტის წინაშე - გამოაცხადოს გადაწყვეტილება.
ყველა მოწმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება პაციენტის მდგომარეობაა.
მოწმეთა დაკითხვის შემდეგ სააკაშვილი შეიძლება ცოცხალი აღარ იყოს.
ხვალ 12 საათზე მიშას პროცესია.
#სიცოცხლისუფლება“, - წერს კუპრავა.
მძიმე მეტალებით მოწამლული, 68 კილომდე ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესების დასრულებას ელოდება. რომელსაც ...Опубликовано Zviad Kuprava Четверг, 26 января 2023 г.