თეგებით ძიება
26. 01. 2023 News-ები

„ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა“ - მარიამ ჯიშკარიანი რატი ბრეგაძის განცხადებაზე

ცენტრ “ემპათიას” დამფუძნებელი, მარიამ ჯიშკარიანი, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას ეხმაურება და წერს:

“იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარებინა ცენტრი ემპათია – Rct Empathy ს დასკვნაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა: ისმის კითხვა? რომელი კანონით? ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა. ცენტრი “ემპათია” ს დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 6 საერთაშორისო ექსპერტი. სულ 16 ექსპერტი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ჩვენც შევისწავლით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და იქნება შესაბამისი რეაგირება. ასევე, საზოგადოებას წარედგინება სამხარაულის “დასაბუთებული” დასკვნები”, - წერს სოციალურ ქსელში ჯიშკარიანი.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებთან დაკავშირებით სამხარაულის დასკვნის შესაბამისად ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო არ არის.

იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარებინა ცენტრი ემპათია - Rct Empathy ს დასკვნაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა:...Опубликовано Mariam Jishkariani Четверг, 26 января 2023 г.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა