„ეს ხომ კრიმინალია და საზოგადოების დაცინვა...“ - ნიკოლოზ სააკაშვილი რატი ბრეგაძის განცხადებაზე
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრიფინგს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
“გამოაქვეყნეთ იმ ექსპერტთა გვარები, ვინც ჩაუტარა ექსპერტიზა “ემპათიის” საექსპერტო დასკვნას მიხეილ სააკაშვილის მონახულების გარეშე - ზეპირად!!!!!!
ეს ხომ კრიმინალია და საზოგადოების დაცინვა. როგორც სჩანს, ეს არის ექსპერტიზაში ახალი სიტყვა?!
P.S. გაგახსენებთ რომ სამხარაულის ექსპერტიზას ამ მთავრობის ყოფილმა პრემიერმა თავისი შარდი არ ანდო. რატომ უნდა ვენდოთ გაყალბებულ ექსპერტიზის ექსპერტიზას!!!!!!!!!” - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ლევან სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ “ემპათიას” მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი.
გამოაქვეყნეთ იმ ექსპერტთა გვარები ვინც ჩაუტარა ექსპერტიზა ემპათიის საექსპერტო დასკვნას მიხეილ სააკაშვილის მონახულების...Опубликовано Nikoloz Saakashvili Четверг, 26 января 2023 г.