"კუნწულიკო... შენი დაბადების დღე გათენდება... სულ გულში ხარ... სუუულ..." - გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეს იუბილეს ულოცავს
პოეტი გელა დაიაური დაღუპულ მეუღლეს, თეონა ქუმსიაშვილს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.
"...კუნწულიკო... შენი დაბადების დღე გათენდება... სულ გულში ხარ... სუუულ... წმინდა ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ...", - წერს გელა დაიაური.
შეგახსენებთ, 2010 წელს ხევსურეთში, სოფელ მუცოსთან, დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის გელა დაიაურის მეუღლე და ორი შვილი.