"მაქსიმალურად გაავრცელეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?
პროფესორი, გიორგი ფხაკაძე საშვილოსნოს ყელის კიბოსთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ქალბატონებს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
"გოგოებო და ქალბატონებო!
მაქსიმალურად გაავრცელეთ! ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
ძვირფასო გოგოებო და ქალბატონებო, შეგახსენებთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ), რომელიც ვაქცინით მართვადი დაავადებაა.
უფასო ვაქცინაცია ტარდება პირველადი ჯანდაცვის რგოლში - პოლიკლინიკებში.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოა 10-26 წლის ასაკის გოგოებისთვის", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე