ჯერ ტანკები იქნება, მერე – ბირთვული რაკეტები, დაასრულეთ ეს გიჟური ომი - დონალდ ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა ბირთვული ომის წინ გადადგმული ნაბიჯია.
"ჯერ ტანკები იქნება, მერე – ბირთვული რაკეტები. დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ახლა. ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინაში 31 უმაღლესი დონის M1 Abrams ტანკს გააგზავნის.