თეგებით ძიება

ველოდებით 24 თებერვლამდე სიტუციის გართულებას - რას ამბობს ვანო ნადირაძე?

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე აცხადებს, რომ უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი კვლავ ცხელ წერტილად რჩება და იქ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

"ბახმუტისა და სოლედარის მიმართულება ყველაზე ცხელ წერტილად რჩება და სამხრეთით ზაპოროჟიეს ოლქში კიდე დაემატა ურედანის მიმართულება იქაც ძალიან ცხელ წერტილად ითვლება. იქიდან გამომდინარე, რომ რუსებმა უკვე დამატებით მობილიზებულები შემოიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე. ველოდებით 24 თებერვლამდე სიტუციის გართულებას. დასავლეთიდან მასობრივად სემოდის შეიარაღება, რაც მთავარია ჯავშანტექნიკა რაც გვჭირდება, გარდატეხის პერიოდს ველოდებით 1 თვეში თვე-ნახევარში ამ ომში", - ამბობს ვანო ნადირაძე.


შეგახსენებთ, ბახმუტიდან 6 დაღუპული ქართველი გმირის გამოსვენება კი ისევ ვერ ხერხდება იქ მიმდინარე ინტენსიური ბრძოლებისა და მძიმე მდგომარეობის გამო. ოკუპანტების მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 34 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.



წყარო - mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა