თეგებით ძიება

"ეს არის ქვები, რომელიც მშიერმა ძაღლმა შეჭამა, აგრესიის მაგივრად 1 ლუკმა მიაწოდოთ და დამიჯერეთ, არცერთი ძაღლი არ დაგგლიჯავთ!" - ტასო ლოსაბერიძე

ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში რენტგენის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ძაღლმა ქვები იმიტომ შეჭამა, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და არავინ კვებავდა.

"ამ რენდგენის ფოტოთი გიპასუხებთ ყველას, ვისაც გგონიათ რომ ძაღლები აგრესიულები არიან.

ამ წერტილებს ხომ ხედავთ, ეს არის ქვები, რომელიც მშიერმა ძაღლმა შეჭამა, იმიტომ რომ შიოდა და სხვა გზა არ ქონდა.

აი ასეთი ტანჯვის გადატანა უწევთ ქუჩაში ძაღლებს და თქვენს მოქნეულ წიხლს თუ იგერიებენ, ნუ გიკვირთ.

თქვენი ცხოვრების 1 დღე რომ გაატაროთ, ქუჩის ძაღლის ცხოვრებით, ისე რომ გშიოდეთ ქვებს ჭამდეთ, დარწმუნებული ვარ უარესს გააკეთებდით.

ეცადეთ აგრესიის მაგივრად 1 ლუკმა მიაწოდოთ და დამიჯერეთ, არცერთი ძაღლი არ დაგგლიჯავთ!", - წერს ცხოველთა უფლებადამცველი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა