ტერორისტებს მხოლოდ იარაღი ანეიტრალებს - რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერორისტ რუსებს მხოლოდ იარაღი ანეიტრალებთ.
„ტერორისტების მორიგ სარაკეტო დარტყმას გავუძელით. თავდასხმა, რომელიც სრულად ადასტურებს ყველაფერს, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი დიპლომატიური მარათონის დაწყებიდან. ეს ბოროტება, ეს რუსული აგრესია შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით.
ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. იარაღი ბრძოლის ველზე. იარაღი, რომელიც იცავს ჩვენს ცას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.