რუსების განცხადებები ფრონტზე წარმატებებთან დაკავშირებით, სიცრუეა - რას ამბობს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა?
უსების განცხადებები ფრონტზე წარმატებებთან დაკავშირებით, სიცრუეა, - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ბოლო განცხადებებს სამხედრო წინსვლის შესახებ ზაპოროჟიესა და დონეცკში.
"რუსულმა შენაერთებმა, სავარაუდოდ, ჩაატარეს ლოკალური, საცდელი თავდასხმები ორხოვისა და ვუჰლედარის მახლობლად. მაგრამ ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა რეალურად მიაღწია რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას", - ამბობს დაზვერვა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.