თეგებით ძიება

"შენი სიცოცხლის წიგნში რაღაც უნდა ეწეროს და ამ ნაწერს აზრი ჰქონდეს" - რას წერს გია მურღულია?

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრება თავად უნდა დაწეროს.

"წარმოიდგინეთ კარგად გამოცემული წიგნი, რომელშიც არაფერია - ავტორი აწერია, მაგრამ მხოლოდ ცარიელი ფურცლებია.
ახლა ასეთი წიგნებით სავსე ბიბლიოთეკა წარმოიდგინეთ.
ამას მოგვაგონებს ისეთი გამოცემაც, რომელიც ბევრს ლაპარაკობს და არაფერს ამბობს.
წიგნები ადამიანებს ჰგვანან.

იმისთვის არ იბადები, რომ უბრალოდ ერთხანს დრო და სივრცე შეავსო.
შენი სიცოცხლის წიგნში რაღაც უნდა ეწეროს და ამ ნაწერს აზრი ჰქონდეს.
ბოლო წამკითხველმა არ უნდა თქვას:
"აქ არაფერი წერია".
ეს განაჩენი იქნება.
დაწერე შენი ცხოვრება!", - წერს ფილოლოგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა