თეგებით ძიება

პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში - ბრიტანელი ექსპერტი მიხელ სააკაშვილზე

საქართველოს კანონმდებლობით პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში, - ამის შესახებ ბრიტანელმა ექსპერტმა, კორნელიუს კატონა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა.

მისი განმარტებით, სააკაშვილის პატიმრობა არის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ დემენციისა და პოსტტრამვული სტრესული აშლილობა სამკურნალოდ.

„ის იღებდა გარკვეულ მედიკამენტებს ფსიქოთერაპიული პროფილის, თუმცა რაც შეეხებოდა სტრესის მოხსნას, შიშებს და განცდას იმისა, რომ ის არის საშიშროების ქვეშ, ამის საწინააღმდეგო მკურნალობა არ მისცემია, რის გამოც, რჩებოდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დაავადება. ამასთან, ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და გრძნობს საშიშროების არსებობას. სააკაშვილს აქვს დემენცია და დებულება არის სრულ თანხვედრაში ექიმი გოდსმიტის დასკვნებთან. მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია არ უნდა იყვნენ ციხეში“, - განაცხადა ფსიქიატრმა.

ბრიტანელი ფსიქიატრი, რომელიც მესამე პრეზიდენტის პალატაში პირადად იმყოფებოდა, ამბობს, რომ დაპატიმრებულ ყოფილ მთავარსარდალს დემენცია აქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა