თეგებით ძიება

ვიღაცები ცდილობენ, რამე გვითხრან და იმათ ჭკუაზე ვიცხოვროთ, სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ - რას ამბობს მეუფე იაკობი?

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა იყოს გატარებული იმ ერის ინტერესი, იმ ხალხის ინტერესი, ვინც იქ ცხოვრობს.

"ვიღაცები ცდილობენ, რამე გვითხრან და იმათ ჭკუაზე ვიცხოვროთ. ერთი რამ ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა იყოს გატარებული იმ ერის ინტერესი, იმ ხალხის ინტერესი, ვინც იქ ცხოვრობს. დანარჩენი, სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავის დღის წესრიგი, ჩვენ არ შეიძლება ვინმეს დავაწესებინოთ. მით უმეტეს, ქრისტეს ერი ვართ, ღვთისმშობლის ერი ვართ, წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს ჩვენ რა გავაკეთოთ? მთავარია ერთმანეთი გვიყვარდეს, არ დავჭამოთ ერთმანეთი.

იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაცა რაღაც სიას შეადგენს, საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდათ, ჩვენც გვინდა მსოფლიოსთან ურთიერთობა. ლაპარაკი ყველამ უნდა ვისწავლოთ, თუ შეცდომები გვაქვს, დავჯდეთ და წყნარად ვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა, და თვითონ გვჭირდება თავდაცვის საშუალებებიც. ჩვენ თავს არასდროს არავის არ ვესხმით, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა