თეგებით ძიება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია უნდა იყოს გამაფრთხილებელი ზარი - რას ამბობს ჰერმან საბო?

„გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია უნდა იყოს გამაფრთხილებელი ზარი.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ჰერმან საბომ აღნიშნა, „ევროპელებმა რეზოლუციით გვითხრეს, რომ მათთვის ჩვენი მუშაობის ტემპი და სამუშაო განწყობა საგანგაშოა“.

„ასე თუ გავაგრძელებთ, ძალიან მარტივი უარი გვექნება. ნაცვლად იმისა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ვიყოთ გაერთიანებულები, დაკავებული ვართ შიდა კინკლაობით, შიდა სამზარეულოს განხილვით. საქმეს არ ვაკეთებთ და არც გვეტყობა, რომ ამის კეთების სურვილი გვაქვს. ეს რეზოლუცია უნდა იყოს, როგორც გამაფრთხილებელი ზარი, რათა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს გადააბიჯონ და შეთანხმება მოახერხონ. პარლამენტის დასვენების პერიოდი დაემთხვა და ევროპაში ისეთი მოდუნებული პოლიტიკური სიგნალები გავაგზავნეთ, რომ იქ გიჟს გვანან და ასეთი რეზოლუცია გამოგვიგზავნეს. იმედია, ეს რეზოლუცია გამოგვაფხიზლებს, რადგან თუ ასე გავაგრძელებთ, კანდიდატის სტატუსის მიღების არანაირი შანსი არ გვაქვს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა