თეგებით ძიება

უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გავლენას მოახდენს ბირთვულ ენერგიაზე - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გავლენას მოახდენს ბირთვულ ენერგიაზე.

"ჩვენ ხელს არ შევუშლით ევროკავშირის სანქციებს. მაგრამ რაც შეეხება ნავთობს, გაზსა და ბირთვულ ენერგიას, უნგრეთი მათ ვეტოს დაადებს“, - აღნიშნა ორბანმა.

ვიქტორ ორბანის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, სავარაუდოდ, არ ეხმარება უკრაინას ტერიტორიის გათავისუფლებაში.

"ბრიუსელის სანქციები არ შველის უკრაინელებს, ისინი არ აიძულებენ რუსებს უკან დახევას, მაგრამ საშინელ ზიანს აყენებენ ევროპის ეკონომიკას, მათ შორის უნგრეთს“, - აცხადებს ორბანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა