რუსეთი უკრაინაში ბავშვთა დაცვის პრინციპებს არღვევს - გაერო-ს სპეციალური განცხადება
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ხელმძღვანელმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ბავშვთა დაცვის პრინციპებს არღვევს.
კიევში ექვსდღიანი ტურის შემდეგ UNHCR-ის ოფისებში საუბრისას, ფილიპო გრანდიმ თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სთხოვა "მეტის გაკეთება" ოკუპირებული რეგიონებიდან ბავშვების დასახმარებლად.
"მათთვის ეროვნების მინიჭება ან მათი შვილად აყვანა ეწინააღმდეგება ომის სიტუაციებში ბავშვთა დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს. ეს არის ის, რაც ხდება რუსეთში და არ უნდა მოხდეს", - თქვა გრანდიმ.