"ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია არ არსებობს და მხოლოდ კლანური დაჯგუფებებია დარჩენილი - რას ამბობს რატი იონათაშვილი?
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ისურვებდა ერთდროულად ოთხი თავმჯდომარე იყოს არჩეული.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” როგორც პარტია, აღარ არსებობს და არჩევნების შემდეგ პარტიისგან დარჩენილი კლანური დაჯგუფებებიც აღარ იარსებებს.
„ძალიან დამენანება, რომ ამ ოთხი ადამიანიდან რომელიმე საბოლოოდ არ გახდეს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია არ არსებობს და ამ პარტიისგან დარჩენილია მხოლოდ კლანური დაჯგუფებები. ვფიქრობ, რომ ამ ე.წ. არჩევნების შემდეგ ეს კლანებიც აღარ დარჩებიან პოლიტიკურ ველზე”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.