თეგებით ძიება

ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ნაყოფია ვერ გაიხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ფარული ჩანაწერების გავრცელების ვერც ერთ ფაქტს. ნაყოფიამ აღნიშნა, რომ ეს პარტიისთვის წითელი ხაზია.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კონტროლი, უკანონო ჩაწერა და მოსმენა არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა.

„ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა. არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა საკითხებზეც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გადაწეროს ისტორია. ცდილობს იმის შებრუნებასა და სხვა სახით წარმოდგენას, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვიყავით. ზოგადად ტერმინი „ფარული ჩანაწერი“, თუკი დავფიქრდებით, ჩვენს ყოფაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კონტროლი, უკანონო ჩაწერა და მოსმენა არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რეჟიმს განსაკუთრებით ახასიათებდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა